Gazipaşa Mahallesi, Uzun Sokak Samancı Apt. No:23 K:2, 61030 Ortahisar / TRABZON
trarenدندانپزشکی

კბილების ასაკობრივი პრობლემები

04.12.2019
826
კბილების ასაკობრივი პრობლემები

მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანი კარგავს კბილებს. მაგრამ არსებობს პერიოდები, როდესაც კბილებს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება ესაჭიროებათ.

ცხოვრების პირველი დღეები,  როგორც წესი ძირითადი პრობლემა კარიესია.

მისი მიზეზი ბავშვის კვების თავისებურებებია. არსებობს ასეთი ტერმინი – „ბოთლის კარიესი“.  იგი უჩნდებათ ბავშვებს,რომლებიც მიჩვეული არიან ტკბილი ჩაით სავსე ბოთლით დაძინებას. მშობლები ცდილობენ, რომ არ მისცენ ბავშვებს ტკბილეული, მაგრამ არსებობს შაქრის სხვა წყაროებიც – მათ შორის უამრავი პროდუქტია, რომელიც შესაძლოა მიიღოს ბავშვმა ცხოვრების პირველ წლებში. ამიტომ ექიმი-სტომატოლოგები ურჩევენ მშობლებს დიდი ხნით არ მისცენ ბოთლი, მით უმეტეს არ დააძინონ ბოთლით.

მიუხედავად იმისა, რომ კბილები სარძევეა და გამოსაცვლელი, მათი მკურნალობა აუცილებელია. თქვენ წარმოიდგინეთ სარძევე კბილებიც უნდა გაიხეხოთ! 2 წლიდან უნდა ასწავლოთ ბავშვს კბილების ხეხვა, მანამდე კი თქვენ უნდა გაუწმინდოთ.

მოზარდ ასაკში ძირითადი პრობლემა იგივეა – კარიესი, აგრეთვე კბილების დემინერალიზაცია. საქმე იმაშია, რომ ბავშვის ორგანიზმი სწრაფად იზრდება, მიმდინარეობს ჰორმონალური ძვრები. ამასთან აღნიშნულ ასაკში ჭამენ ბევრ რბილ და ტკბილს საკვებს, ხოლო კბილების მოვლა ან ეზარებათ ან არ იციან.

აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად აუციელებელია ყოველი საკვების მიღების შემდეგ კბილების გამოხეხვა (არა მარტო ჯაგრისით არამედ კბილის ძაფითაც). ტკბილი საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუს გამოვლება, სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია კარიესის აღმოჩენა საწყის სტადიაზე და შესაბამისი ზომების მიღება.

ფეხმძიმობისას  არსებობს კარიესის და კბილების დემინერალიზაციის განვითარების საშიშროება. მიზეზი: დედის ორგანიზმი აწვდის ბავშვს მინერალებს, პირის ღრუში იცვლება მჟავე-ტუტოვანი ბალანსი, აღინიშნება ძლიერი ჰორმონალური ცვლილებები.

არსებობს აზრი, რომ ორსულობისას დედა მინიმუმ ერთ კბილს კარგავს, მაგრამ დედის სტომატოლოგიურმა პრობლემებმა შესაძლოა ბავშვის კბილები გააფუჭოს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ მომავალმა დედამ ჩასახვამდე მოაგვაროს ყველა სტომატოლოგიური პრობლემა, ხოლო ფეხმძიმობისას კი რეგულარულად ჩაიტაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები.

ასაკთან ერთად პრობლემებიც მატულობს: ჩნდება ყელის კარიესი, ღრძილების ანთება, კბილების დაკარგვა, მომატებული მგრძნობელობა.

აღნიშნული პრობლემების მიზეზი ღრძილებია. პაროდონტოზი თანმხლები ისეთი დაავადებები, რომლებიც ახალგაზრდებში არ გვხვდება მაგ.: ფესვის კარიესი. დაავადებების ბუკეტი, რომელიც თან ახლავს ასაკს უამრავი მედიკამეტის მიღებას მოითხოვს, რაც თავის მხრივ ნერწყვის გამოყოფაზე მოქმედებს უარყოფითად. პირის ღრუს სიმშრალე კი კარიესის განვითარების რისკს ერთი ორად ზრდის. სიტუაციას აუარესებს ის ფაქტიც, რომ ასაკოვანი პაციენტები ორგანიზმის მოთხოვნთებთან შედარებით ნაკლებ სითხეს იღებენ.

ასაკოვან პაციენტებს ურჩევთ იხმარონ მგრძნობელობის საწინააღმდეგო პასტები. თუკი სამკურნალო პრეპარატები იწვევენ პირის ღრუს სიმშრალეს აღნიშნულის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს. აღნიშნულ ასაკში თითქმის ყველას ააქვს, ხელოვნური კბილები ან მოსახსნელი პროთეზები, მიუხედავად იმისა გიქმნით თუ არა დარჩენილი კბილები პრობლემებს, აუციელებელია სტომატოლოგის კონსულტაციები მინიმუმ წელიწადში ერთხელ, სასურველია 6 თვეში ერხელ.

Ziyaretçi Yorumları

Henüz yorum yapılmamış. İlk yorumu aşağıdaki form aracılığıyla siz yapabilirsiniz.

Bir Yorum Yazın

თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოთ:

Contact

Whatsapp Line

Randevu