Gazipaşa Mahallesi, Uzun Sokak Samancı Apt. No:23 K:2, 61030 Ortahisar / TRABZON
trarenدندانپزشکی

კბილები უფროსებისთვის | იმპლანტები იაფად | კბილების იმპლანტაცია ფასი

04.12.2019
3.775
კბილები უფროსებისთვის | იმპლანტები იაფად | კბილების იმპლანტაცია ფასი

საქართველოში კბილების ნაწილობრივი ან სრული ადენტია – კბილების დაკარგვა – საკმაოდ გავრცელებულია ზრდასრულ მოსახლეობაში. ერთი კბილის არქონაც კი გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, ხოლო რამოდენიმე კბილის უქონლობა შესაძლოა სერიოზულად აისახოს ცხოვრების ხარისხზე. ხოლო სრული ადენტია ადამიანისგან ხდის სტომატოლოგიურ ინვალიდს. ჩნდება საკვების მიღების სიძნელეები: ნორმალურად საკვების მოკბეჩა და ღეჭვა ფაქტიურად შეუძლებელია, რიგი პროდუქტები საერთოდ ქრება რაციონიდან. ჩნდება დიქციის პრობლემები. ადამიანი იწყებს ჩლიფინს და უნებურ სტვენას. დარჩენილი კბილები იწყებენ გადანაცვლებას ცარიელი ადგილებისკენ, რითაც ირღვევა ზედა და ქვედა ყბის ფიზიოლოგიური შეთანასოვნება. შედეგად ჩნდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, რაც თავის მხრივ იწვევს სერიოზულ თავის ტკივილებს, საჭმლის მომნელებელი სისტემების consequences-of-tooth-loss-largeპრობლემებს და სხვა გართულებებს. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – თუ როგორ იცვლება თქვენი გარეგნობა. საქმე იმაშია, რომ კბილების დაკარგვის შემდეგ ძვალი აღარ იტვირთება და ნელ-ნელა იწოვება, რაც ხდება სახის ნაკვთების შეცვლის მიზეზი: ტუჩების ჩავარდნა, ცხვირ-ტუჩის და ნიკაპის ნაოჭები მკვეთრად გამოხატული, პირის კუთხეები იწევს ქვევით, მცირდება ქვედა ყბის ზომები, ხოლო კისერზე ჩნდება ნაოჭები.

იმპლანტაციის დადებით მხარეებზე საუბრისას ნაკლებ აღსანიშნავია მისი მცირედ ინვაზიურობა, რადგან პროთეზირების მთავარი ამოცანა მდგომარეობს პირველ რიგში დაკარგული ფუნქციის აღდგენაში. იმპლანტი მჭიდროს ხორცდება ყბის ძვალთან და ასრულებს ხელოვნური კბილის საიმედო საყრდენის როლს. პაციენტი ვერ გრძნობს სხვაობას საკუთარ და იმპლანტირებულ კბილებს შორის, მას აღარ სჭირდება საკვების შერჩევა, ქრება დიქციის პრობლემები.

იმპლანტაცია, დაფუძნებულია ტიტანის (მასალა რისგანაც მზადდება იმპლანტები) უნიკალურ თვისებაზე – მოხდეს ძვალთან შეხორცება, რამაც შემდგომში მიიღო ოსტეოინტეგრაციის სახელი. პირველი წარმატებული კბილის იმპლანტაცია ჩატარდა 1965 წელს შვედეთში. 1980 წლებში ტექნოლოგიამ საკმაო პოპულარობა მოიპოვა აშშ და შემდგომ ევროპაში.

იმპლანტი ძირითადად შედგება ორი ნაწილისაგან ეს გახლავთ – შიდა ნაწილი, რომელიც ახდენს კბილის ფესვი იმიტაციას და გარე ნაწილი სახელად აბატმენტი, რაზეც ფიქსირდება ხელოვნური გვირგვინი. არსებობს ასევე იმპლნატების სხვა ფორმები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა, მაგალითად ფირფიტოვანი იმპლანტები. ასევე არსებობენ მინი-იმპლანტები, რომლებიც არ განიცდიან ოსტეოინტეგრაციას და გამოიყენება ორთოდონტიული მკურნალობის დროს. ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ ხდება მათი ამოღება.

რამდენად მნიშვნელოვანია იმპლანტის მწარმოებელი? ალბათ მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ თანამედროვე იმპლანტები დამზადებულია ტიტანისგან და ყველა მათგანი ხორცდება, მაგრამ ყველა სისტემას აქვს დამზადების თავისებურებები, ჩასმის ტექნიკა და შემდგომი პროთეზირების შესაძლებლობები. ცხადია, რომ კომპანია, რომელიც არა ერთ წელია ფუნქციონირებს დიდი ფულს და ენერგიას ხარჯავს სამეცნიერო კვლევებზე და ექსპერიმენტებზე მსოფლიოს ექიმებთან ერთად. რა თქმა უნდა წამყვანი კომპანიების barrington-implant-between-2-teethპროდუქცია იაფი არ ჯდება, მაგრამ ღიირს კი ეკონომიის გაკეთება იმაზე რაც შესაძლოა მთელი ცხოვრება მოგემსახუროთ?

იმპლანტები იაფად

კბილების იმპლანტაცია ფასი

Ziyaretçi Yorumları

Henüz yorum yapılmamış. İlk yorumu aşağıdaki form aracılığıyla siz yapabilirsiniz.

Bir Yorum Yazın

თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოთ:

Contact

Whatsapp Line

Randevu